იგუაინის აგენტი: იტალიაში მხოლოდ
Aa
Aa

იგუაინის აგენტი: იტალიაში მხოლოდ "იუვე"!

გონსალო იგუაინის ძმისა და აგენტის განცხადებით, ერთადერთი იტალიური კლუბი, რომლის მაისურსაც „პიპიტა“ მოირგებს - ტურინის „იუვენტუსია“.

„ტვიტერზე“ გამოქვეყნებული პოსტით, ნიკოლა იგუაინმა, აღნიშნა, რომ მის ძმას „ვეკია სინიორასთან“ კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ამიტომ მისი სხვა გუნდში გადასვლა არ განიხილება.

პრესაში იწერება, რომ „იუვე“ არგენტინელ ფორვარდს ნიკოლო ძანიოლოს შესაძენად გამოიყენებს და მას გარიგებაში ჩართავს.

იგუაინმა გასული სეზონი იჯარის წესით „მილანსა“ და „ჩელსიში“ გაატარა, თუმცა, გამოსყიდვის უფლების მიუხედავად, არცერთმა კლუბმა მისი შეძენა არ ისურვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები