კუპატაძემ ''საბურთალოსთან'' სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

კუპატაძემ ''საბურთალოსთან'' სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

23 წლის ქართველი მეკარე ლაზარე კუპატაძე ლუქსემბურგიდან საქართველოში დაბრუნდა და ''საბურთალოსთან'' 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

2018 წელს კუპატაძემ ''საბურთალოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, თუმცა შემდეგ კლუბი ნახევარი სეზონით დატოვა და ლუქსემბურგულ ''იუნეს ეშხთან'' გააფორმა კონტრაქტი.

კუპატაძეს საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ასევე გასულ წელს ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის მატჩებისთვის განაცხადში შეიყვანა, თუმცა კუპატაძეს სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები