''იაგიელონიამ'' გუგეშაშვილი ''გრანადაში'' გაუშვა, ასათიანს კი დაემშვიდობა
Aa
Aa

''იაგიელონიამ'' გუგეშაშვილი ''გრანადაში'' გაუშვა, ასათიანს კი დაემშვიდობა

პოლონური ''იაგიელონია'' 20 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ასათიანმა დატოვა. ინფორმაცია ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში დაადასტურა.

2016 წელს ასათიანი 35-ე საფეხბურთო სკოლამ პოლონურ კლუბში გაყიდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს ერთ-ერთ უძლიერეს პოლონურ გუნდში არ უთამაშია.

2017 წელს ''იაგიელონიამ'' ასათიანი რანგით მეორე ლიგის ვიგრის ''სუვალკიში'' გაანათხოვრა, გასულ წელს კი იჯარის წესით ზამბრუვის ''ოლიმპიაში'' ასპარეზობდა.

ფეხბურთელის თქმით ამ ეტაპზე უცნობია რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას, თუმცა საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს და უცხოური კლუბების წინადადებებს განიხილავს.

ასათიანს საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

შეგახსენებთ, 2016 წელს ''იაგიელონიამ'' ასათიანთან ერთად თბილისის ''დინამოდან'' მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გადაიბირა. მოგეხსენებათ გუგეშაშვილი პოლონური კლუბის საკუთრებაში რჩება და ახალ სეზონს იჯარის წესით ლა ლიგის კლუბს ''გრანადაში'' გაატარებს. როგორც ესპანური მედია იუწყება, ფეხბურთელი სარეზერვო გუნდში იასპარეზებს, რომელიც რანგით მესამე ლიგაში გამოდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები