SPORT:
Aa
Aa

SPORT: "ბარსა" არ ელოდა, რომ ნეიმარის დაბრუნების პროცესი ასეთ სწრაფ ტემპში წარიმართებოდა

ალბათ ყველა ხვდება, რომ სანამ ნეიმარის მომავალი კლუბის ვინაობა არ გაირკვევა იქამდე ევროპული პრესისთვის მთავარი საქმე ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი იქნება.

დღეს ესპანურმა Sport-მა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. წყაროს თანახმად, "ბარსელონა" უბრალოდ არ ელოდა რომ ნეიმარის თაობაზე მოლაპარაკებები ასე სწრაფად წარიმართებოდა და ბრაზილიელს ასე სწრაფად დაიბრუნებდა.

ესპანური გამოცემა წერს, რომ მხარეები ერთმანეთს 1 ივლისიდან შეხვდებიან და მოილაპარაკებენ თუ რომელი მოთამაშეები უნდა დაუთმოს "ბარსამ" პსჟ-ს 130 მილიონთან ერთად.

კლუბებს შორის კონტაქტის დასამყარებლად კია ჯორაბჩიანი და პინი ზაჰავი მუშაობენ და როგორც Sport-ი წერს საკმაოდ წარმატებითაც.

უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ დასახელებულ 130 მილიონთან (დაახლოებით) ერთად "ბარსა" პარიზელებს ფილიპე კოუტინიოს დაუთმობს, თუმცა დღემდე გაურკვეველი რჩება ვინ იქნება ის მეორე მოთამაშე, რომელიც ტომას ტუხელის გუნდის მაისურს მოირგებს.

ნეიმარი ამჟამად "ბარსელონასთან" ისე ახლოს არის როგორც არასდროს.

პარიზელებს კარგად ესმით, რომ ბრაზილიელს მათ რიგებში 1 წუთის გატარებაც აღარ უნდა.

ასევე, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ნეიმარი და მესი ერთმანეთს 3 ივლისს შეხვდნენ. ამ დღეს ბრაზილიასა და არგენტინას შორის კოპა ამერიკის ნახევარფინალური მატჩი გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები