რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "უკეთესი თამაშებიც მქონია"!

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ "ვოლფსბურგთან" მოგებული შეხვედრის (3:0) შემდეგ თავისი და ზოგადად, გუნდის თამაში შეაფასა:

"ჩვენ ვიცოდით, რომ გასატანი 3 და მეტი გოლი გქვონდა. რთული შეხვედრა გამოდგა, თუმცა მოედანზე ყველაფერს ვაკონტროლებდით, მეტოქეზე მეტი საგოლე შანსი გქვონდა და მთლიანობაში ნათელი იყო, რომ "რეალი" "ვოლფსბურგზე" ბევრად ძლიერი გუნდია. ბედნიერი ვარ, რომ ორ მატჩიანი დუელი ჩვენ სასარგებლოდ დასულდა და 1/2 ფინალში გავედით".

"მართლაც, მაგიური საღამო გამოვიდა, მადლობა ფანებს, რომლებმაც გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს'.

"რაც შეეხება ჩემს თამაშს, იდეალური მატჩი გამოვიდა, გოლების მონაგარი ამ ტურნირზე საგრძნობლად გავზარდე, თუმცა ეს ჩემი საუკეთესო თამაშიც არ ყოფილა, რადგან ამაზე კარგადაც მითამაშია. მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ და მიხარია, რომ დღეს ეს შემართება გუნდს რთული სიტუაციიდან თავის დაღწევაში დაეხმარა". - გახარებულია რონალდუ, რომლის კომენტარსაც ესპანური AS ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები