''წინ დიდი გამოწვევებისკენ'' - გუგეშაშვილი ესპანურ კლუბში მიდის
Aa
Aa

''წინ დიდი გამოწვევებისკენ'' - გუგეშაშვილი ესპანურ კლუბში მიდის

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე ''გრანადაში'' გადასვლის შესახებ წერს. გუგეშაშვილი ყოფილი კლუბის, გორის ''დილას'' მადლიერია.

ლუგა გუგაშაშვილი:''გორის ''დილასთან'' კონტრაქტი ამომეწურა, კარიერას ესპანურ გრანადაში გავაგრძელებ, მადლობა მინდა გადავუხადო გორის ''დილას,'' რომ მენდობოდნენ და თავის წარმოჩენის შანსი მომცეს, მადლობა ყველას, სამწვრთნელო შტაბს, გუნდში მომუშავე თითოეულ ადამიანს და გორის ''დილას'' გულშემატკივრებს!! ყოველთვის მემახსოვრებით! წინ დიდი გამოწვევებისკენ!!!''

მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გუგეშაშვილმა ''დილას'' მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 19 წლის კიპერს ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

ესპანური მედიის ცნობით 20 წლის მეკარე პოლონური ''იაგიელონიადან'' იჯარის წესით ''გრანადას'' სარეზერვო გუნდში, ''რეკრეატივო გრანადაში'' იასპარეზებს, რომელიც რანგით მესამე ლიგაში გამოდის.

2016 წელს თბილისის ''დინამომ'' გუგეშაშვილი პოლონურ ''იაგიელონიაში'' გაყიდა, როცა ფეხბურთელი საქართველოს 17 წლამდე ნაკრების წევრი იყო. ამჟამად მეკარე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები