მოლაპარაკებები წინ მიიწევს - პსჟ-მ ნეიმარს ფასი დააკლო, თუმცა ახალი მოთხოვნა აქვს
Aa
Aa

მოლაპარაკებები წინ მიიწევს - პსჟ-მ ნეიმარს ფასი დააკლო, თუმცა ახალი მოთხოვნა აქვს

პსჟ, ნეიმარი, "ბარსა" - ყინული აშკარად დაძრულია და ამას ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციებიც ადასტურებს.

როგორც ცნობილია კატალონიელებმა და ნეიმარმა უკვე შეთანხმებას მიაღწიეს და ამჟამად მთავარი პარიზელთა თანხმობაა.

Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ ბრაზილიელის სანაცვლოდ 300 მილიონს აღარ ითხოვს და თანახმაა დათმობაზე წავიდეს, თუმცა მცირე შესწორებით...

პარიზელები "ბლაუგრანას" 130 მილიონსა და პლუს 2 მოთამაშეს სთხოვენ.

როგორც ცნობილია "ბარსა" მოლაპარაკებებში კოუტინიოს ჩართვას გეგმავს, თუმცა უცნობია ვინ იქნება მეორე.

რაკიტიჩი, უმტიტი და დემბელე - ხსენებული სამეულიდან რომელიმე შესაძლოა ნეიმარის მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

პარიზელებს სურთ, რომ "ის მეორე" დემბელე იყოს. რას გეგმავს "ბარსელონა" ჯერ უცნობია. მათი პირველი წინადადება 100 მილიონი და კოუტინიო იყო, თუმცა ბართომეუს გუნდი მზადყოფნას გამოთქვამდა, რომ თანხა გაეზარდათ.

ასევე, დღეს Mundo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ბარსელონა" გრიზმანის სანაცვლოდ 120 მილიონის გადახდას არ აპირებს.

კატალონიელები მოლაპარაკებების შედეგად ფასის დაკლებას იმედოვნებენ. არ არის გამორიცხული ტრანსფერში ნელსონ სემედუც ჩართონ და გარკვეულ თანხასთან ერთად "როხიბლანკოს" პორტუგალიელი განაპირა მცველი დაუთმონ.

"ბლაუგრანა" ფულს ზოგავს, რომ შემდეგ ნეიმარის ტრანსფერზე მთელი ძალებით გადაერთოს.

გრიზმანის გამოსასყიდ 120 მილიონ ევროს ევროპაში რამდენიმე გუნდი თავისუფლად გადაიხდის და "ბარსაც" ამ მხრივ არ გარისკავდა ყველაფერში დარწმუნებული, რომ არ იყოს. ფეხბურთელთან უკვე ყველა დეტალი შეთანხმებულია და ახლა კლუბებს შორის მოლაპარაკებების დროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები