''კოლხეთში'' მძიმე ვითარებაა: ფოთურ კლუბს სანქციები ემუქრება
Aa
Aa

''კოლხეთში'' მძიმე ვითარებაა: ფოთურ კლუბს სანქციები ემუქრება

საფეხბურთო კლუბი ფოთის ''კოლხეთი'' ფინანსურ კრიზისშია. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბი არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

''სამწუხაროდ საზოგადოებას გვინდა ვაუწყოთ რომ ფოთის ,,კოლხეთი 1913'' დღეისათვის უმძიმეს ფინანსურ კრიზისში იმყოფება რადგან გასული სეზონის მეორე ნახევრიდან რბილად რომ ვთქვათ გუნდის ხელმძღვანელთა და სპონსორთა არასწორი მენეჯმენტის გამო მას უამრავი დავალიანება დაუგროვდა, რის გამოც არაერთი სახის მკაცრი სანქციები ემუქრება. უპირველეს ყოვლისა უახლოესი 2 დღის განმავლობაში გასასტუმრებელია გასულ სეზონში ჩვენი გუნდის რიგებში მოასპარაზე ბურკინა ფასოელი მცველის კრისტიან კაბორეს დავალიანება, რომლის უზრუნველყოფას მსოფლიო ფეხბურთის უმაღლესი საფეხბურთო ორგანო ფიფა (FIFA) აკონტროლებს. გადაუხდელობის შემთხვევაში 2 ივლისიდან ჩვენს გუნდს წელიწადნახევრის განმავლობაში აეკრძალება საფეხბურთო ტრანსფერების განხორციელება, რაც ბუნებრივია გუნდზე განსაკუთრებულად უარყოფითად იმოქმედებს, ხოლო ვალი ყოველი მიზეზის გარეშე მაინც გადასახდელი დარჩება. ასევე 15 ივლისამდე გადასახდელია კიდევ 5 ყოფილი ფეხბურთელის დავალიანება, რომლის არგადაუხდელობის შემთხვევაში გუნდს სავარაუდოდ ისევე როგორც გასულ სეზონში 6 ქულით დააჯარიმებენ რაც დაგვეთანხმებით კატასტროფის ტოლფასია. დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ ამ პრობლემების მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული ქალაქ ფოთის მერი ბ-ნი გოჩა კურდღელია რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით უკვე შეხვდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს და იმედს ვიტოვებთ რომ იგი მოახერხებს ზემოთხსენებული პრობლემების მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის პირველი გუნდი შესაძლებელია გაქრეს ქართული საფეხბურთო რუკიდან რასაც იმედია ჩვენი ქალაქი არასოდეს დაუშვებს.....''

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 16 ტურის შემდეგ ''კოლხეთი'' 16 ქულით მერვე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები