ოფიციალურად 18 წლის ქართველი ტალანტი რუსულ კლუბში
Aa
Aa

ოფიციალურად 18 წლის ქართველი ტალანტი რუსულ კლუბში

საფეხბურთო კლუბ ყაზანის ''რუბინთან'' 18 წლის ქართველმა ტალანტმა ზურიკო დავითაშვილმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ყაზანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

რუსული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ზურიკო დავითაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, ქართველი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ ''რუბინში'' გადასვლამდე კლუბის ყოფილ მცველს, ლაშა სალუქვაძეს ესაუბრა. ასევე ესაუბრა მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას.

ზურიკო დავითაშვილმა ინტერვიუს მიმდინარეობისას სამ ენაზე, ინგლისურად, ქართულად და რუსულად ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცის.

დავითაშვილი:''აქ ყველაფერია იმისთვის, რომ პროგრესი განვიცადო. ''რუბინი'' დიდი კლუბია. ზამთარში ''რუბინთან'' ერთად შეკრება გავიარე, თუმცა დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემის გამო კონტრაქტი ვერ გავაფორმე.

''რუბინთან'' კონტრაქტის გაფორმებამდე ლაშა სალუქვაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას ვესაუბრე.  ხვიჩამ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ პროგრესისთვის რუსეთის პრემიერ ლიგა შესანიშნავი ჩემპონატია.''

გასულ ზამთარში დავითაშვილმა ''რუბინთან'' ერთად მოსამზადებელი ეტაპი გაიარა, თუმცა კონტრაქტი არ გაუფორმებია, თბილისის ''ლოკომოტივში'' ნახევარი სეზონით დაბრუნდა, ახლა კი ''რუბინთან'' სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

გასულ ზამთარში დავითაშვილის გადაბირებით ბელგიური ''გენტიც'' იყო დაინტერესებული.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები