სნეიდერი დააკავეს:ავტოავარია და ცეკვის იმიტაცია მანქანის სახურავზე
Aa
Aa

სნეიდერი დააკავეს:ავტოავარია და ცეკვის იმიტაცია მანქანის სახურავზე

ყატარული ''ალ გარაფას'' ჰოლანდიელი ფეხბურთელი ვესლი სნეიდერი არაფხიზელ მდგომარეობაში მშობლიურ ქალაქ უტრეხტში ბრუნდებოდა, როცა დიდტევადიან გადამზიდავ მანქანას დაეჯახა და დააზიანა.

''ინტერთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა დაზიანებული მანქანის მფლობელს კომპენსაციის სახით 5382 ფუნტი სტერლინგი გადაუხადა. ინფორმაციას ჰოლანდიური Algemeen Dagblad-ი ავრცელებს.

ჰოლანდიურმა მედიამ 8-წამიანი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ვხედავთ, რომ სნეიდერი მანქანის სახურავზე ზის და ცეკვის იმიტაციას აკეთებს.

ასევე გავრცელდა სნეიდერის ფოტოები, როცა ქერათმიანი ქალბატონის დახმარებით სპორტსმენი ავტომობილის სახურავიდან ჩამოვიდა.

ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა აღიარეს, რომ 35 წლის პირი დააკავეს, თუმცა არ დაუდასტურებიათ, რომ ეს პირი ვესლი სნეიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები