Aa Aa
12 აპრილი 2016  |  19:23

10 მიზეზი, რატომაც "რეალი" 1/2 ფინალში უნდა გავიდეს...

"რეალის" ფანები დღევანდელი მატჩის წინ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ამ სტატიაში კი ფაქტებით ვცადოთ იმის ახსნა თუ რატომ შეუძლია "სამეფო კლუბს" 2 ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა და შემდეგ ეტაპზე გასვლა.

1. "სანტიაგო ბერნაბეუ" - სტადიონი, სადაც ნებისმიერ ვიზიტორს წარმოუდგენლად უჭირს და მით უმეტეს "ვოლფსბურგის" დარ გუნდს დადებითი შედეგის მიღწევა რთულ ამოცანად მოუჩანს. 

2. მას შემდეგ, რაც ზიდანი "რეალის" მწვრთნელად დაინიშნა, გუნდმა ერთის გარდა ("ატლეტიკოსთან" 0:1) ყველა საშიანო შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო. 

3. "ვოლფსბურგის" ცენტრალური მცველები დანტე და ნალდო მეორე სართულზე ძალიან ძლიერები არიან, თუმცა სწრაფ თამაშში "რეალს" მათთან აშკარა უპირატესობა ექნება. 

4. გერმანელთა განაპირა მცველი რიკარდო როდრიგესი, მართალია, შეტევაში ეფექტურია, თუმცა დაცვითი ოპერაციებისას მოიკოჭლებს და ზიდანის გუნდს წარმატების მიღწევაში შესაძლოა ესეც დაეხმაროს. 

5. დანი კარვახალმა და გარეტ ბეილმა ტრავმის შემდეგ ფიზიკური კონდინციები სრულად აღიდგინეს და ამ შეხვედრას აბსოლუტურ მზადყოფნაში ხვდებიან. 

6. იულიან დრაქსლერი "რეალისთვის" პირველ მატჩში დიდი სიურპრიზი (ამასთანავე პრობლემა) იყო, თუმცა ახლა მადრიდელებმა მისი შესაძლებლობები კარგად იციან და დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ. 

7. კეილორ ნავასი "სანტიაგო ბერნაბეუზე" კარის მშრალად შენახვის ოსტატია. კოსტა რიკელ კიპერს 2016 წელს 9 შეხვედრიდან 6-ში გოლი არ გაუშვია, "ჩემპიონთა ლიგის" მიმდინარე გათამაშებაში კი ამ სტადიონზე მისი კარი მეტოქეთათვის აუღებელი ციხე-სიმაგრეა. 

8. კარლო ანჩელოტის სიტყვებია: "რონალდუს როტაცია არ სჭირდება, ის როცა თამაშობს 10-დან 9 მატჩში გოლი გააქვს". (კრიშტიანუს წელს 9 მატჩში 13 გოლი მოუგროვდა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია).

9. ზიდანის ფორმაციის "რეალის" მთავარი კოზირი ნახევარდაცვის ცენტრში დომინაციაა, "ვოლფსბურგის" სტილიდან გამომდინარე კი, შუა ხაზში "მოხრჩობა" შესაძლოა დამღუპველი გამოდგეს. 

10. "ბლანკოსის" სათადარიგო სკამი და ზიდანი უდიდესი რესურსი, მას ფორსირება ნებისმიერ დროს შეუძლია. 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!