მბაპემ პსჟ-ს ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა! მესიჯი
Aa
Aa

მბაპემ პსჟ-ს ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა! მესიჯი "რეალსა" და სხვებს...

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, კილიან მბაპემ პსჟ-ს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა.

ფრანგ სუპერვარსკვლავს პარიზელებთან ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა როგორც ჩანს მას ლიგა 1-ის დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს.

პსჟ მბაპეს გასხვისებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს, თუმცა მის მსურველ კლუბებს 200 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწევთ და სავარაუდოდ ეს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად შევა.

მბაპემ "რეალს" და კიდევ ბევრი გუნდს მესიჯი გაუგზავნა, რომ სავარაუდოდ ეს მისი ბოლო ფრანგული სეზონია.

როგორც ცნობილია კილიანის შეძენა ყველაზე მეტად "რეალს" სურს, თუმცა მადრიდელებს მიმდინარე ზაფხულში საამისოდ ფინანსები არ ჰყოფნით და რომც ჰქონდეთ ნასერ ალ ხელაიფი მბაპეს გაყიდვას ამჟამად არ აპირებს.

უკვე ცნობილია, რომ ამ ზაფხულს პსჟ-ს ნეიმარი დატოვებს. პროცესი უკვე დაწყებულია და "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ოფიციალურ დონეზე კომენტარი არ გაკეთებულა და არც კონკრეტული წინადადების შესახებ გაჟღერებულა რამე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები