დოლიძე: ''ეს საკუთარი თავის ღალატი იქნება...საქართველოს მოქალაქეობას არ დავთმობ''
Aa
Aa

დოლიძე: ''ეს საკუთარი თავის ღალატი იქნება...საქართველოს მოქალაქეობას არ დავთმობ''

უკრაინაში მოღვაწე შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე უკრაინის მოქალაქეობის მიღებას არ აპირებს.  ამ თემაზე დოლიძემ გადაცემა ОТДУШИВДУШУ-ში სტუმრობისას ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა უკრაინის მოქალაქეობის მიღებას ეხებოდა.

რომან დოლიძე:''მე საქართველოდან ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა, დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, რაც უკრაინისადმი სიყვარულში ხელს არ მიშლის.

არ ვაპირებ უკრაინის მოქალაქეობის მიღებას. უკრაინის მოქალაქეობას ფულის გამოც არ მივიღებ, რადგან ეს საკუთარი თავის ღალატი იქნება.''

დოლიძემ კარიერის დიდი ნაწილი უკრაინაში გაატარა, კონტრაქტი World Warriors Fighting Championship-თან აკავშირებდა. მან ნახევრადმძიმე წონაში ექვსი შეხვედრიდან ექვსივე მოიგო. დოლიძემ ბოლო ბრძოლა WWFC-ში მიხალ პასტერნაკთან გამართა და ნოკაუტით მოიგო.

ცხელი ამბები