ბაბელი თურქეთში დაბრუნდა: სამწლიანი კონტრაქტი ''გალასთან''
Aa
Aa

ბაბელი თურქეთში დაბრუნდა: სამწლიანი კონტრაქტი ''გალასთან''

''ლივერპულისა'' და ამსტერდამის ''აიაქსის'' ყოფილი ფორვარდი რაიან ბაბელი კარიერას სტამბოლის ''გალათასარაიში'' გააგრძელებს. 32 წლის გამოცდილმა ფეხბურთელმა თურქეთის ჩემპიონთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბაბელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი ინგლისურ ''ფულემში'' გაატარა, ''კრევენ კოტეჯის'' დატოვების შემდეგ ''გალას'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მიმდინარე წლის იანვარში ბაბელი ''ფულემის'' ფეხბურთელი გახდა და პრემიერლიგის 16 მატჩში 5 გოლი შეაგდო, თუმცა გუნდს მიზნის მიღწევაში ვერ დაეხმარა, რაც პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას გულისხმობდა.

ბაბელს თურქეთის ჩემპიონატში არაერთი სეზონი გაუტარებია.  2013-15 წლებში შოთა არველაძის გაწვრთნილი ''ქასიმფაშას'' მოთამაშე იყო, 2017-19 წლებში კი სტამბოლის ''ბეშიქთაშის'' ღირებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები