რონალდუს სპეციალური მიმართვა ფანებს...
Aa
Aa

რონალდუს სპეციალური მიმართვა ფანებს...

მადრიდის "რეალის" სუპერსტარმა კრიშტიანუ რონალდუმ დღევანდელი მატჩის წინ "რეალისა" და მის პერსონალურ ფანებს სპეციალურად მიმართა და "სამეფო კლუბის" მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ "ბლანკოსს" ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და ნახევარფინალში გასვლა შეუძლია.

"ჩვენ ამ საღამოს დიდი ზეიმის მოლოდინში ვართ. "ბერნაბეუზე" ბრწყინვალე საფეხბურთო სპექტაკლი იქნება, თუმცა მთავარია საბოლოო გამარჯვება "რეალს" დარჩეს. ამისთვის საჭიროა, ფანების თანადგომა, ამიტომაც მოგიწოდებთ, გჯეროდეთ "სამეფო კლუბის", მხარში დაგვიდექით და მეტოქეს ერთად დავამარცხებთ". - რონალდუს ამ განცხადებას ესპანური as ავრცელებს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები