Tuttosport: კონტეს
Aa
Aa

Tuttosport: კონტეს "იუვეს" ფეხბურთელი "ჩელსიში" მიყავს?

იტალიური, კონკრეტულად ტურინული სპორტული გამოცემა Tuttosport საინტერესო ახალ ამბავს ავრცელებს. სააგენტოს თქმით, ანტონიო კონტე "იუვენტსუსის" ფორვარდის სიმონე ძაძას "სტემფორდ ბრიჯზე" გადასაყვანად ერთობ მოწადინებულია.

ტურინელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ "ჩელსი" ზაფხულში ძაძას ტრანსფერზე სერიოზულად იმუშავებს და, რა თქმა უნდა, საქმეში თავად კონტეც ჩაერთვება. 

ისე კი აღსანიშნავია, რომ "ბებერი სინიორა" ძაძას 30 მილიონ ევროდ აფასებს. 

24 წლის ფორვარდს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები