კოვაჩიჩი
Aa
Aa

კოვაჩიჩი "ჩელსიში" რჩება

ლონდონის "ჩელსიმ" ხორვატი ფეხბურთელის, მატეო კოვაჩიჩის კონტრაქტი გამოისყიდა. 25 წლის ნახევარმცველი "სტემფორდ ბრიჯზე" იჯარის წესით იმყოფებოდა და როგორც ჩანს "არისტოკრატების" მესვეურთა მოხიბვლა მოახერხა.

"ლურჯების" გადაწყვეტილება ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო, თუმცა "ჩელსიმ" არჩევანი მაინც კოვაჩიჩის გადაბირებაზე შეაჩერა. გავრცელებული ინფორმაციით "არისტოკრატები" მადრიდის "რეალს" 40.3 მილიონ ფუნტს გადაუხდიან.

ხორვატმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრების მაისური 51 შეხვედრაში მოირგო. იგი მაურიციო სარის ფავორიტი გახლდათ და იტალიელი სპეციალისტის გუნდიდან წასვლის შემდეგ მისი ლონდონური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

"ჩელსის" ქომაგთა საბედნიეროდ, მათმა საყვარელმა კლუბმა კოვაჩიჩის შენარჩუნება მოახერხა, რაც მომდევნო მთავარი მწვრთნელისთვის შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები