Aa
Aa

"ლივერპულის" პირველი ტრანსფერი - "მერსისაიდელებმა" 17 წლის ფეხბურთელი გაიფორმეს

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა, "ლივერპულმა" პირველი ტრანსფერი განახორციელა. "წითლებმა" "ზვოლეს" 17 წლის ცენტრალური მცველი, ზეპ ვან დერ ბერგი შეიძინეს და მის სანაცვლოდ 1.3 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, თუმცა ეს თანხა შესაძლოა 4.4 მილიონ ფუნტამდე გაიზარდოს.

17 წლის უკანახაზელი "მელვუდის" ბაზაზე 6 ივლისს გამოცხადდება და ახალ თანაგუნდელებს შეხვდება.

ვან დენ ბერგმა კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ უკვე მისცა და "ლივერპულის" შესახებ ესაუბრა: "ჩემთვის ლივერპული მსოფლიოში უდიდესი კლუბია და აქ გადმოსვლა ახდენილი ოცნებაა. აღფრთოვანებული ვარ!

იურგენ კლოპი შესანიშნავი პიროვნებაა და მისი დამსახურებაც გახლავთ "ლივერპული" წარმატებული გუნდი რომა არის. აქ ჩემი გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გერმანელ სპეციალისტს უკავშირდება. ვფიქრობ "ენფილდი" პროგრესის მისაღწევად საუკეთესო ადგილია და იმედი მაქვს აქ ბევრ შეხვედრას ჩავატარებ".

ვან დენ ბერგმა ჰოლანდიის ჩემპიონატის განვლილ სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა და 19-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. The Sun-ის ინფორმაციით ახალგაზრდა მცველზე დიდი მოთხოვნა იყო და მისი წარმომადგენლები "ლივერპულთან" მოსალაპარაკების გასამართად ფარულად ჩაფრინდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები