გუტიმ twitter-ზე
Aa
Aa

გუტიმ twitter-ზე "ბარსელონას" მაგრად დასცინა...

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა გუტიმ, რომელიც სოციალურ ქსელ twitter-ზე სახალისო და ირონიული პოსტებით გამოირჩევა, კატალონიურ "ბარსელონას" პრმიერაში "სოსიედადთან" წაგების გამო დასცინა. გუტის საკბილო ყველაზე ხშირად სწორედ "ბლაუგრანაა"...

"რეალის" ერთ-ერთმა ლეგენდამ საკუთარ ანგარიშზე პოსტის სახით ჯერ სიცილის "სმაილები" გამოაქვეყნა, შემდეგ კი მას ასეთი წარწერაც დაურთო: 

"ამ გუნდის ტენდენცია, წააგოს ყველა გასვლითი მატჩი "სოსიედადთან", უბრალოდ სასაცილოა... "ბარსას" ფანებო, ალბათ ძალიან გინდათ, რომ თქვენმა სანაქებო კლუბმა ოდესმე ეს ტრადიცია დაარღვიოს". - ასე ხუმრობს "ბარსას" მარცხზე გუტი.

თუმცა იგი და "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ დღეს ისინი არ გახდნენ დასაცინი და 1/4 ფინალურ ეტაპზე ყველაზე სასურველ მეტოქესთან ჭიდილში არ დაემშვიდობონ "ჩემპიონთა ლიგის" მიმდინარე გათამაშებას...

შეგახსენებთ იმასაც, რომ "ბარსელონა" სან სებასტიანში "სოსიედადის" დამარცხებას 2007 წლის შემდეგ, უკვე 9 სეზონია ვერ ახერხებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები