კრის კოუპლენდი კლუბში დაჭრეს
Aa
Aa

კრის კოუპლენდი კლუბში დაჭრეს

"ინდიანა პეისერსის" ფორვარდმა კრის კოუპლენდმა დანით მუცლის არეში ჭრილობა მიიღო. ინციდენტი ოთხშაბათს დილით მოხდა, როდესა კალათბურთელი და მისი მეუღლე ნიუ იორკის ღამის კლუბს ტოვებდნენ.

კოუპლენდს კონფლიქტი 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცთან  ჰქონდა, რომელმაც კრისი მუცელში დაჭრა, მის მეუღლეს კი დანა ხელსა და ფეხზე დაუსვა. კონფლიქტის დროს ასევე დაზარალდა 53 წლის ქალბატონი - ისიც მუცლის არეშია დაჭრილი.

კოუპლენდზე თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. გარდა ამისა, პოლიციის განყოფილებაში მოხვდნენ "ატლანტას" კალათბურთელები - პერო ანტიჩი და ტაბო სეფოლოშა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ღამის კლუბში. ინციდენტის შემდეგ ანტიჩმა და სეფოლოშამ პოლიციას დანაშაულის სურათის წარმოსახვაზე უარი უთხრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები