გლები:
Aa
Aa

გლები: "რონალდინიოსა და დეკოს გაყიდვის მიზეზი სწორედ ეს იყო"

„ბარსელონას“ ყოფილმა მოთამაშემ ბელარუსმა ალექსანდრ გლებმა მისი კატალონიური კარიერა გაიხსენა.

გლებმა რონალდინიოსა და დეკოს შესახებ ისაუბრა და ახსნა თუ რატომ გაყიდა ისინი „ბარსელონამ“.

რონალდინიო და დეკო ვარჯიშებზე მთვრალები მოდიოდნენ. 2008 წელს მათი გაყიდვის მიზეზი იყო ის, რომ კლუბს შეეშინდა ამ ყველაფერს მესიზე ცუდი გავლენა არ მოეხდინა.

„ბარსელონაში“ გადასვლა ჩემი არჩევანი არ ყოფილა. მე „არსენალში“ დარჩენა მინდოდა, ან კარიერის „ბაიერნში“ გაგრძელება, თუმცა ჩემი აგენტმა ამტკიცებდა, რომ გუარდიოლა ისევ დაგვიკავშირდებოდა და ეს ასეც მოხდა“.

პეპ გუარდიოლა „ბარსელონას“ სათავეში 2008 წელს ჩაუდგა და ბევრი მის დანიშვნას სკეპტიკურად უყურებდა.

პეპის ასეთმა გადაწყვეტილებებმა ხალხი აღაშფოთა, თუმცა საბოლოოდ რა და როგორ მოხდა ყველას კარგად მოეხსენება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები