Aa
Aa

"ბაიერნი" დემბელეს უმიზნებს

ზაფხულში მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი სამიზნე „მანჩესტერ სიტის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი, ლეროი სანე იქნება. „რეკორდმაისტერი“ 23 წლის შემტევის შესაძენად უკან არაფერზე დაიხევს, მაგრამ თუ მიზანს ვერ მიაღწია გეგმა ბ-ზე გადაერთვება.

გერმანული პრესა ერთ-ერთ ალტერნატივად „ბარსელონას“ ახალგაზრდა შემტევს, უსმან დემბელეს ასახელებს. Kicker-ის ცნობით მიუნხენელები სამი თვეა ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერს აქტიურად განიხილავენ და მარტში კლუბის სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი ფრაიბურგში დემბელეს მრჩეველსაც შეხვდა.

Bild-ის მიხედვით დემბელეს ტრანსფერით ყველაზე მეტად „რეკორდმაისტერის“ აღმასრულებელი დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგეა დაინტერესებული. ლეგენდარულ გერმანელს სჯერა, რომ 22 წლის ფრანგი ფრანკ რიბერის ღირსეულად შეცვლის.

რუმენიგეს აზრით დემბელე „ბაიერნს“ შეტევას გააძლიერებს და აღმოფხვრის პრობლემებს, რომელთა გამოც მიუნხენური გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ დამარცხდა.

„რეკორდმაისტერი“ „ბარსელონას“ ფეხბურთელს დიდი ხანია აკვირდება. გერმანელებს მისი გადაბირება ჯერ კიდევ 2016 წელს სურდათ, თუმცა მაშინ ფრანგმა კარიერის „დორტმუნდში“ გაგრძელება არჩია.

როგორც მოგეხსენებათ „ბლაუგრანა“ ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობს და ბრაზილიელის გაფორმების შემთხვევაში დემბელეს გასხვისებაზე იქნებიან ორიენტირებულები. თუმცა გამორიცხული არაა „კამპ ნოუს“ ბინადრებმა 22 წლის ფრანგი „პარი სენ-ჟერმენს“ დაუთმონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები