Aa
Aa

"იუვენტუსმა" დე ლიხტთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ტურინის „იუვენტუსმა“ „აიაქსისა“ 19 წლის უკანახაზელ მატიის დე ლიხტთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.

ჰოლანდიელი მცველი 5 წლიან შეთავაზებას დათანხმდა, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად 12 მილიონ ევროს მიიღებს. „ბიანკონერიმ“ ხელშეკრულებაში დე ლიხტის გამოსასყიდი თანხაც მიუთითა. მატიისის მსურველ კლუბს „იუვესთვის“ 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

დე ლიხტის თანხმობის შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ მომდევნო ამოცანა „აიაქსის“ დაყოლიება იქნება. ტურინელები ამსტერდამულ გუნდს უახლოეს მომავალში დაუკავშირდებიან და ტრანსფერის ბოლო დეტალებზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

გავრცელებული ინფორმაციით დე ლიხტისთვის „პარი სენ-ჟერმენიც“ იბრძვის. ფრანგული კლუბი მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება და „აიაქსთან“ რეგულარული კონტაქტი აქვს. პარიზელებს იმედოვნებენ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგება, თუმცა ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა 19 წლის მცველი „პარკ დე პრენსზე“ აღმოჩნდეს.

იტალიური გამოცემებს თუ დავუჯერებთ დე ლიხტის ტრანსფერი ოფიციალურ სახეს რამდენიმე დღეში მიიღებს. „იუვენტუსი“ მზადაა მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთოს და სოლიდური თანხები გაიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები