Aa
Aa

"ანორთოსისმა" თორნიკე ოქრიაშვილი ოფიციალურად წარადგინა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ფამაგუსტას ანორთოსისი მოთამაშე ოფიციალურად გახდა.

კვიპროსული გუნდის ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით კლუბმა ოქრიაშვილთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

27 წლის ქართველი შემტევი სხვადასხვა დროს დონეცკის "შახტარის", "ჩერნომორეცის", "ილიჩევიცის", "ესქიშეჰირსფორის", "გენკისა" და "კრასნოდარის" ღირსებას იცავდა.

როგორ მოგეხსენებათ "ანორთოსისის" თავკაცი ახალი სეზონიდან თემურ ქეცბაია იქნება. ქართველმა სპეციალისტმა ფამაგუსტელებს ისტორია დააწერინა და 2007-2008 წლებში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ათამაშა.

ოქრიაშვილის გარდა "ანორთოსისში" გორგი ლორია და ნიკა კაჭარავაც ირიცხებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები