სად იქნებიან ახალწვეულები? - 4 სქემა, რომელსაც ზიდანი მომავალ სეზონში გამოიყენებს...

სიახლე 26.06.2019
A+ A- 14:29

რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერისა და გუნდში მიყვანილი ვარსკვლავების შემდეგ ზინედინ ზიდანს დიდი არჩევანი აქვს და "რეალი" მომავალ სეზონში ტაქტიკურად გაცილებით მრავალფეროვანი იქნება.

მადრიდული გამოცემა AS-ი 4 მთავარ სქემას ასახელებს, რომლითაც "სამეფო კლუბი" მომავალ სეზონში შეიძლება ითამაშოს. მონახაზებში გათვალისწინებულია პოტენციური ახალწვეულებიც, მაგალითად: პოლ პოგბა და ფაბიან რუისი.

მთავარი სქემა - 4-3-3

ზიდანის მწვრთნელობის ყველაზე წარმატებულ პერიოდში "რეალი" 4-3-3 სისტემით თამაშობდა, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას 4-1-4-1-ად მარტივად ფორმირდება.

ამ ტაქტიკის პირობებში, გუნდი მოძრავი, მობილური და კარგად ორგანიზებულია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემარბთა ეფექტურ მოქმედებას, რადგან შეტევის გასამწვავებლად და დასკვნით ეტაპამდე მისაყვანად, მათ მთავარი როლი აქვთ.

კლასიკური 4-4-2 ბენზემასთან და იოვიჩთან ერთად

პოგბას "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლის შემთხვევაში, ამ სქემაში მოდრიჩს პოზიციის შეცვლა მოუწევს - იგი, შესაძლოა, ფლანგისკენ გადაწიონ, თუმცა ხორვატი უფრო ე.წ. "ინსაიდის" ფუნქციას შეითავსებს. შემტევი ტაქტიკის პირობებში, მოდრიჩის ნაცვლად მოედანზე ასენსიო ან ვინისიუსი იქნება და თამაშში მეტ სისწრაფეს შეიტანს.

ფაბიან რუისმა გასულ სეზონში ფლანგზე 16 მატჩი ჩაატარა, იგი ცენტრისკენ ხშირად იწევდა და ართმევაზე თამაშით გუნდს ეხმარებოდა. რუისისა და მოდრიჩის სტილის ფეხბურთელის ფლანგზე გამწესების მინუსი ისაა, რომ განივად მოთამაშე მეტოქესთან, რომელიც უპირატესობას ფლანგებიდან აქტიურობას ანიჭებს, ასეთი ტიპის ნახევარმცველს გუნდის თამაშში ბალანსის შენარჩუნება გაუჭირდება და ფლანგი სათანადოდ ვერ გაკონტროლდება.

სქემა შერწყმული შემადგენლობით - 4-2-3-1

ზიდანი სამომავლოდ მთავარ ტაქტიკად ორსაყრდენიან სქემას განიხილავს. მოდრიჩი შემადგენლობაში რჩება, თანაც, მას გაცილებით თავისუფალი ნახევარმცველის როლი ექნება. ამ სისტემაში კაზემირო საერთოდ არ განიხილება და შეტევით ოთხეულს ზურგად კროოსი-პოგბას (ან ფაბიან რუისი) ტანდემი უდგას.

გარემარბების ფუნქციას აზარი, ასენსიო და ვინისიუსი შეითავსებენ - ბელგიელი ხელშეუხებელია, ესპანელი და ბრაზილიელი კი ძირითადისთვის ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან. ასევე არის ვარიანტი, რომ აზარმა მოდრიჩის ადგილი დაიკავოს, რა დროსაც ვინგერებად ასენსიოსა და ვინისიუსს ვიხილავთ.

რაც შეეხება ფაბიან რუისს, თუკი ის "ბლანკოსმა" შეიძინა, გუნდის ნახევარდაცვა ტაქტიკურად ბევრად მრავალფეროვანი და მრავალმხრივი გახდება, რისი განმაპირობებელიც 23 წლის ესპანელის უნივერსალიზმი უნდა იყოს.

წარმატებული "რომბი" - 4-3-1-2

ზიდანი რომბისებრ სისტემას ისკოს მეშვეობით იყენებდა, ამიერიდან კი საამისოდ აზარის იმედი ექნება. ედენი ფორვარდების უკან განლაგდება და ნახევარდაცვის ტრიოს ფორვარდებთან დააკავშირებს.

სქემა - "რომბის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი კარლო ანჩელოტის "მილანია". პირლო-გატუზო-ზეედორფის სამეულისა და წინ წაწეული კაკას დახმარებით, ანჩელოტი ბრწყინვალე ნახევარდაცვის ხაზს ქმნიდა, რომელიც უაღრესად მობილური გახლდათ და პოზიციები ეფექტურად ივსებოდა, რაც "როსონერის" შუახაზში უპირატესობას აძლევდა.

გასაგებია, რომ კაკას როლი აზარს ექნება, მას უკნიდან კროოსი, მოდრიჩი და პოგბა დაეხმარებიან, გერმანელის შემცვლელად კაზემირო მიიჩნევა, ხოლო პოგბას დუბლიორი ფაბიან რუისია. თუკი "ზიზუ" დაცვითი ტიპის ნახევარმცველის გამოყენებას გადაწყვეტს, ძირითადში კაზემიროს ვიხილავთ, რუისი და პოგბა კი დაახლოებით ერთი სტილის ნახევარმცველები არიან და მათ შორის არჩევანი უნდა გაკეთდეს.

მადრიდელებმა ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი, ფერლან მენდი და ედერ მილიტაო უკვე გაიფორმეს, თუმცა გაჩერებას არ აპირებენ და კიდევ რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი ანონსდება. მაგალითად, არაა გამორიცხული, ესპანეთის დედაქალაქში კრისტიან ერიქსენი გადავიდეს, რაც შეეხება გარეტ ბეილს, მას "რეალისთვის" შემოსავლის წყაროდ თვლიან და უახლოეს კვირებში, წესით, უელსელის ახალი გუნდში გადასვლის შესახებ უნდა შევიტყოთ.

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

ესპანური გამოცემა AS იუწყება, რომ „სპორტინგს“ ბრუნო ფერნანდეშის გასხვისება სურს და პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე „რეალ...

Amazon Prime-მა სერხიო რამოსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა. თავად ნამუშევრის გამოსვლამდე კი 20 დღეზე ოდნავ მეტი რჩება...

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს&l...

ესპანეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ნეიმარის ბედი კი ჯერ არ გარკვეულა. ბრაზილიელი ფეხბურთელის გადასაბირებლად „ბარ...

ამ ზაფხულს „რეალი“ კვალიფიციური ნახევარმცველის შეძენაზეა კონცენტრირებული. „სამეფო კლუბს“ პოლ პოგბას, კრისტიან ერიქსენსა და დონ...

ესპანური და ფრანგული პრესა ერთხმად აცხადებს, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონას“ პირველ წინადადებაზე უარი განაცხადა. „ბ...

ესპანურ პრესაში ნეიმარის სამომავლო გეგმები აქტიური განხილვის საგანია. ბრაზილიელი ფეხბურთელის შესახებ ყოველდღიურად ახალი ცნობები ვრცელდება. „ნეის...

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ ნეიმარისთვის ბრძოლაში ტურინის „იუვენტუსი“ ჩაერთო. &bdqu...

მადრიდის "რეალის" ვიცე-კაპიტანი, მარსელო, ესპანურ პრესას გაესაუბრა და მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკის ტალღაზე კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელის განცხადები...

ვეტერანი განელი ფეხბურთელი, ჟუნიორ აგოგო, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც 2015 წელს მიღებულ ინსულტს უკ...

CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც "ბარსელონასა" და "ბეტისის" ჯახის წინ ერნესტო ვალვერდეს ამოცანებზე საუბრობს....

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფა-ს "განვითარების თასის" ბოლო ტურში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვ...

ლონდონის „ჩელსისა“ და „სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი, ნიკოლა ანელკა დარწმუნებულია, რომ „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავი, კრი...

Calciomercato-ს ინფორმაციით საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, „პარი სენ-ჟერმენი“ ჯანლუიჯი დონარუმას შეძენითაა დაინტერესებული და წინადადებას ამ...

“პარი სენ-ჟერმენი” არა მხოლოდ პაულო დიბალას გადაბირებით, არამედ მირალამ პიანიჩის შეძენითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Calciomercato და...

ესპანური გამოცემა AS იუწყება, რომ „სპორტინგს“ ბრუნო ფერნანდეშის გასხვისება სურს და პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე „რეალ...

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკო“ ანხელ კორეას გაყიდვის შემთხვევაში დანი ოლმოს ტრანსფერზე იმუშავებს. როგორც ცნობილია არგენტინელი შე...

„ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი, დანიელ სტარიჯი, თურქულ „ტრაბზონსპორს“ შეუერთდა. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2+1 სისტემის კონტრა...

ფედერიკო კიეზას ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის საკითხი კვლავ აქტიურად განიხილება. აპენინური გამოცემების თქმით, ფეხბურთელის აგენტმა, &bdquo...

იტალიური პრესის ერთობლივი ცნობებით, „ნაპოლის“ მიერ მაურო იკარდისთვის დათქმული ვადის ამოწურვის გამო, კლუბი მის შეძენას აღარ ეცდება და ფერნა...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, ქალაქ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად...

„ტობოლის“ ქართველი ლეგიონერი ნიკა კვეკვესკირი ეროვნულ ნაკრებს უახლოეს 2 შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ნიკას ხერხემალსა და მენჯს შორის დამაკავ...

Amazon Prime-მა სერხიო რამოსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა. თავად ნამუშევრის გამოსვლამდე კი 20 დღეზე ოდნავ მეტი რჩება...

ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა, ხავიერ სავიოლამ, „ბარსელონაში“ რონალდინიოსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა და ბრაზილიელი ფეხბურ...

იტალიური „რომას“ ბოსნიელმა ფორვარდმა, ედინ ჯეკომ, „ჯალოროსის“ რიგებში დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა. ჯეკოს განცხადებით, გადამწყვე...

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს&l...

რეკომენდებული სიახლეები
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
21.08.2019
25 წლის რუსი მძლეოსანი მარგარიტა პლავუნოვა ტამბოვში მორშანსკის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. გვამი ქუჩაში ადგილობრივებმა იპოვეს და სამართალდამცავებს შეატ...
22.08.2019
ესპანეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ნეიმარის ბედი კი ჯერ არ გარკვეულა. ბრაზილიელი ფეხბურთელის გადასაბირებლად „ბარ...
21.08.2019
„კლაიდის“ 50 წლის მთავარმა მწვრთნელმა, დანი ლენონმა „სელტიკის“ ახალგაზრდული გუნდის დამარცხებაში "დიდი" წვლილი შეიტანა. შოტლანდ...
21.08.2019
„ბასკონიას“ კაპიტანი, თორნიკე შენგელია ესპანური პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართველი კალათბურთელი ბასკური გუნდის წინასასეზონო სამზადისს...
21.08.2019
მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ბრიტანელ ჰეზერ უოტსონთან სენსაციური, მაგრ...
21.08.2019
მსოფლიოში პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორ Pro Evolution Soccer-ის ახალ, 2020 წლის გამოშვებაში საქართველოს ნაკრებსაც ვიხილავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ...
21.08.2019
ცოტა ხნის წინ „ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ჯორჯინიო ვეინალდუმმა Athletic-სთვის მიცემულ ინტერვიუში იურგენ კლოპის მონოლოგი გაიხსე...
21.08.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
21.08.2019
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
22.08.2019
საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფა-ს "განვითარების თასის" ბოლო ტურში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვ...
22.08.2019
უკანასკნელი სიახლეები