Corriere della Sera:
Aa
Aa

Corriere della Sera: "ინტერი" ნაინგოლანის ვიდალში გაცვლას გეგმავს

ანტონიო კონტე „ინტერში“ მისვლის შემდეგ გუნდს თავის სტილზე აწყობს და ნელ-ნელა ცვლილებებსაც ანხორციელებს.

ცნობილია, რომ კონტეს მთავარი სამიზნე რომელუ ლუკაკუა. იტალიელ სპეციალისტს იკარდის გუნდში ხილვა არ სურს.

დღეს კი გავლენიანმა იტალიურმა გამოცემამ Corriere della Sera-მ დაწერა, რომ კონტეს გეგმებში რაჯა ნაინგოლანიც არ ჯდება და მას ტრანსფერზე დააყენებენ.

წყაროს ცნობით, „ინტერს“ არტურო ვიდალის გაფორმება სურს და მზადაა „ბარსელონას“ ბარტერი შესთავაზოს.

ნაინგოლანი „კამპ ნოუზე“ და ვიდალი „სან სიროზე“ - რთული სათქმელია რამდენად აწყობს ეს „ბარსას“, ან რას ფიქრობს ამ ყველაფერზე თავად რაჯა.

ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ „ბარსა“ ვიდალის გაშვების საკითხს განიხილავს, რადგან გუნდში ფრენკი დე იონგი მოვიდა, რომელიც ჩილელს სათამაშო დროს საგრძნობლად შეუმცირებს.

ვიდალს შემოთავაზებები აქვს ჩინეთიდანაც, თუმცა სერია ა-ში თავის ძველ ნაცნობ კონტესთან დაბრუნება მისთვის შესაძლოა საინტერესო გამოდგეს.

თავის მხრივ, გუნდში ცუდი ურთიერთობა აქვს ნაინგოლანსაც, რომელიც დისციპლინას ხშირად არღვევს და რამდენიმეჯერ ის ფინანსურად დააჯარიმეს კიდეც.

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე კვირაზე ნაკლები რჩება და ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები