ოლივერ კანმა
Aa
Aa

ოლივერ კანმა "რეალი" გააკრიტიკა...

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, ოლივერ კანმა გერმანულ ტელეარხ ZDF-თან საუბრისას "ვოლფსბურგი"-"რეალის" 1/8 ფინალური მატჩი შეაფასა და "სამეფო კლუბი", კონკრეტულად კი მისი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა:

"ბოლო დროს რონალდუს შიშველ სხეულს უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე ჩემი ცოლისას. ის ფეხბურთზე მეტ ყურადღებას სარეკლამო ბიზნესსა და სხვადასხვა ამბებს უთმობს".

"მადრიდელები ისე თამაშობდნენ, თითქოს მატჩი დაწყებამდე მოგებული ჰქონდათ, ბეილი და რონალდუ დაცვის დასახმარებლად უკან ერთხელაც არ ჩასულან. ამიტომაც, "ვოლფსბურგს" დიდი სივრცეები რჩებოდა და კარგია, რომ მათ შანსები გამოიყენეს. ზიდანს კი ძალიან დიდი სამუშაო აქვს, რათა "რეალმა" გუნდური თამაში ისწავლოს"... - დაასრულა კანმა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები