ირანელმა მესიმ 23 ქალთან მოტყუებით სექსუალური კავშირი დაამყარა!
Aa
Aa

ირანელმა მესიმ 23 ქალთან მოტყუებით სექსუალური კავშირი დაამყარა!

ირანელი მესის შესახებ ალბათ ფეხბურთის გულშემატკივართა უმრავლესობას სმენია. ის რამდენიმე თვის წინ თბილისშიც იმყოფებოდა და ქართველ გულშემატკივრებსაც შეხვდა.

Marca-ს ინფორმაციით, ირანელი მესი შარში გაეხვა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მან 23 ქალთან მოტყუებით სექსუალური კავშირი დაამყარა.

ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც რეზა პარასტეშს ანუ ყალბ მესის მამამისმა წვერის გაზრდა და "ბარსას" 10 ნომრიანი მაისურით ფოტოების გადაღება ურჩია, რადგან ის ლეო მესის ძალიან ჰგავდა.

პარასტეში ამის შემდეგ უზომოდ პოპულარული გახდა და მისმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა.

როგორც ჩანს, პარასტეშმა პოპულარობა ბოროტი მიზნებისთვისაც გამოიყენა და ქალბატონები შეაცდინა. საბოლოოდ, როგორც იქნა ყალბი მესი ტყუილში გამოიჭირეს და ის ამჟამად სერიოზულ სკანდალშია გახვეული.

ჯერჯერობით უცნობია იმ 23-ე ქალბატონის სახელი, ვინც რეზა პარასტეში ტყუილში გამოიჭირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები