სენსაციური ცნობა: ბუფონი ''იუვენტუსში'' დაბრუნებისთვის მზადაა
Aa
Aa

სენსაციური ცნობა: ბუფონი ''იუვენტუსში'' დაბრუნებისთვის მზადაა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, 41 წლის  ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა ტურინის ''იუვენტუსში'' დაბრუნდეს. პსჟ-ში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ ბუფონი მზადაა კვლავ ტურინული გრანდის ღირსება დაიცვას. მოულოდნელ ინფორმაციას gianlucadimarzio ავრცელებს.

აღნიშნული წყაროს ცნობით ''იუვენტუსში'' ბუფონს ნომერ პირველ მეკარედ არ მოიაზრებენ, ვეტერანი კარის დარაჯს სათადარიგოთა შორის განიხილავენ, რადგან მატია პერინი გუნდიდან წასვლასთან ახლოსაა, მისი გადაბირებით ''რომა'' და ''სევილია'' დაინტერესდნენ. შეთანხმების შემთხვევაში ბუფონი გუნდის მეორე მეკარე იქნება.

2001 წელს ბუფონი ''პარმადან'' ''იუვენტუსში'' გადავიდა და 2018 წლის ზაფხულამდე ტურინული გრანდის ფეხბურთელი იყო. ლეგენდარული მეკარე იტალიის ჩემპიონი ცხრაჯერ გახდა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია. ამ მიზნით სერია ა-ს 12 სეზონის საუკეთესო მეკარე ფრანგულ კლუბში გადავიდა, თუმცა მიზანს ამჯერადაც ვერ მიაღწია.

გასულ სეზონში ბუფონი საფრანგეთის ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები