ბრწყინვალე ქომაგობა, უხვგოლიანი მატჩი და საოცარი კომბინაცია
Aa
Aa

ბრწყინვალე ქომაგობა, უხვგოლიანი მატჩი და საოცარი კომბინაცია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში ბათუმის ''დინამომ'' ანგისას ბაზაზე ქუთაისის ''ტორპედოს'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მას შემდეგ რაც ''საბურთალო'' ''ლოკომოტივთან'' დამარცხდა, გია გეგუჩაძის გუნდს შეეძლო ქულებით თბილისური გუნდისთვის გაესწრო, თუმცა სატურნირო ცხრილის სათავეში ორი გუნდია: ბათუმის ''დინამო'' და ''საბურთალო.'' თითოეულმა გუნდმა 20 ტურში 39 ქულა მოაგროვა.

''საბურთალომ'' და ბათუმის ''დინამომ'' საწყის 20 ტურიდან 12 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და ხუთ შეხვედრაში დამარცხდნენ.

ბათუმში ამჯერადაც შესანიშნავი გარემო იყო, თუმცა მასპინძელთა ქომაგებისთვის შეხვედრის დასაწყისი სასიხარულო არ ყოფილა, მე-9 წუთზე ნოდარ ქავთარაძემ ძლიერი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და ფინანსურ კრიზისში მყოფი ''ტორპედო'' დააწინაურა.

 

მანჯგალაძის შესრულებულ კუთხურს გიგაურის ხელით თამაში მოყვა, პენალტი ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა ზუსტად შეასრულა და მიმდინარე სეზონში მორიგი გოლი შეაგდო.

 

30-ე წუთზე ბათუმის ''დინამომ'' ბრწყინვალე კომბინაციით მეორე გოლი გაიტანა, გიორგი ნავალოვსკიმ შესანიშნავად იმოქმედა, მას მხარი გაბრიელ რამოსმა და ნიკა საბანაძემ აუბეს, გადამწყვეტ მომენტში ნავალოვსკიმ საგოლე გადაცემა შეასრულა და რამოსმა მახვილი კუთხიდან გაიტანა.

მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი ულამაზესი კომბინაცია ბათუმის ''დინამომ'' შეასრულა.

 

65-ე წუთზე ლევან გეგეჭკორმა საჯარიმოს გარედან მახვილი კუთხიდან ალავიძის კარისკენ დაარტყა, ბათუმის ''დინამოს'' მეკარე შეცდა და ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

 

74-ე წუთზე გეგუჩაძემ თამაშში ლადო დვალიშვილი ჩართო, გამოცდილი ფორვარდი აჭარულ კლუბში 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ''საბურთალოდან'' ''დინამოში'' გადასვლის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. მას გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. საბოლოოდ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები