კობიაშვილი:''მუქარის მიუხედავად მე თქვენს გვერდით ვდგავარ''
Aa
Aa

კობიაშვილი:''მუქარის მიუხედავად მე თქვენს გვერდით ვდგავარ''

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელიც ამავდროულად საქართველოს პარლამენტის წევრია, ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ქართული კლუბების მიერ რუსული ოკუპაციის გაპროტესტებას გამოეხმაურა.

ლევან კობიაშვილი:''მინდა შევეხო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელიც ფეხბურთს ეხება. რამდენიმე დღეა, რაც ქართველმა ფეხბურთელებმა და კლუბებმა სხვადასხვა სტადიონებზე დააფიქსირეს პოზიცია, რომელიც ერთადერთი და უალტერნატივოა. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ფეხბურთი არ არის მხოლოდ 90 წუთი და მატჩში დაფიქსირებული შედეგი, ფეხბურთი გაცილებით მეტია.

მინდა მათ ჩემი მხარდაჭერა დავუფიქსირო, მადლობა გადავუხადო.  სხვადასხვა ქვეყნებიდან მუქარის მიუხედავად, სხვადასხვა პირების მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებში წერილების შესაძლო გაგზვანის მიუხედავად მე მინდა ვუთხრა ჩვენს ფეხბურთელებს, რომ მათ გვერდით ვდგავარ და ყოველთვის დავიცავ ჩვენს საერთო ინტერესებს.''

შეგახსენებთ, ქართულმა კლუბებმა და ქართული კლუბების ფეხბურთელებმა სხვადასხვა ფორმით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს, თუმცა მათი პროტესტი ამ ფაქტის გარშემო არ შემოფარგლულა, მათ ასევე გააპროტესტეს და სოლიდარობა გამოუცხადეს იმ პირებს, რომლებმაც თბილისში საპროტესტო აქციის დარბევისას მხედველობა დაკარგეს.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ''თელავმა'' თბილისის ''მერანი'' 3:0 დაამარცხა. გოლები გიორგი ერისთავის, დმიტრო პუდისა და ირაკლი რუხაძის ანგარიშზეა.  მესამე გოლი რუხაძემ 85-ე წუთზე შეაგდო და თანაგუნდელებთან ერთად თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში დაზარალებულთა მიმართ თვალზე აფარებული ხელით სოლიდარობა გამოხატა.

ფოტო: ''თელავის'' პრესსამსახური, ლევან კობიაშვილის facebook-ის ოფიციალური გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები