Aa
Aa

Sport - "ბარსელონამ" ნეიმართან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

„პარი სენ-ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების სუპერვარსკლავი, ნეიმარი დიდი ხანია უცხოური პრესის ყურადღების ცენტრშია. 27 წლის შემტევს ნავსაყუდელის გამოცვლა და „კამპ ნოუზე“ დაბრუნება სურს.

გავლენიანი კატალონიური გამოცემა, Sport ამ საკითხთან დაკავშირებით სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იუწყება, რომ „ბარსელონამ“ ნეიმართან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანახმა. „ბლაუგრანას“ მომდევნო ამოცანა „პსჟ-სთან“ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება იქნება.

პარიზელები ბრაზილიელის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრს ითხოვენ და „ბარსას“ წარმომადგენლები ტრანსფერში რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვას გეგმავენ. ჯერჯერობით უცნობია „კამპ ნოუს“ ვინ დატოვებს, თუმცა საფრანგეთში წასვლის ყველაზე დიდი შანსი ფილიპე კოუტინიოს, უსმან დემბელეს, ივან რაკიტიჩს და სამუელ უმტიტის აქვთ.

Sport იუწყება, რომ ნეიმარი მზადაა ხელფასის დაკლებაზეც განაცხადოს თანხმობა . ამასთან ერთად „ბარსელონას“ სურს „ნეიმ“ კლუბის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გამოიტანოს.

კატალონიური გამოცემის მიხედვით ბრაზილიელი „ბლაუგრანას“ მიერ წაყენებულ მოთხოვნებს აუცილებლად დააკმაყოფილებს და უახლოეს პერიოდში ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ტრანსფერს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები