ლამპარდი
Aa
Aa

ლამპარდი "ჩელსის" უახლოვდება! ყველაფერი მომდევნო 48 საათის განმავლობაში დადასტურდება

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა talkSPORT-ის ინფორმაციით ლონდონის „ჩელსის“ თავკაცის პოსტზე ფრენკ ლამპარდის დანიშვნა პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ყველაფერი მომდევნო 48 საათის განმავლობაში გაოფიციალურდება.

მაურიციო სარის „იუვენტუსში“ წასვლის შემდეგ უცხოური პრესა მთავარ ფავორიტად სწორედ „სუპერ ფრენკს“ მოიაზრებდა. ლურჯებს“ იმედი აქვთ, რომ მთავარ მწვრთნელად კლუბის ერთ-ერთი ლეგენდის დანიშვნას გულშემატკივრები დადებითად შეხვდებიან და გადაავიწყდებათ ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც სარის „ჩელსის“ მიმართ ჰქონდათ.

„ლემპსის“ დაბრუნებას მხარს ლონდონელთა აკადემიის მმართველებიც უჭერენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ლამპარდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს.

ლამპარდს ზურგს არც თუ ისე დიდი გამოცდილება უმაგრებს. ფრენკმა „დერბის“ თავკაცის პოსტზე მხოლოდ ერთი წელი გაატარა და გუნდი ჩემპიონშიფის პლეიოფში გაიყვანა, თუმცა პრემიერ ლიგის საგზურის დასაკუთრება ვერ მოახერხა.

ბრიტანული პრესა იუწყება, რომ  „სუპერ ფრენკი“ „ჩელსიში“ შემტევ ფეხბურთზე ორიენტირებულ სტილს დაამკვიდრებს და ტრანსფერების განხორციელების აკრძალვის გამო, დიდი აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთებს. „ლურჯები“ ასევე თვლიან, რომ ლამპარდი შექმნის პლატფორმას, რომელიც პერსპექტიული მოთამაშეების განვითარებაზე იქნება მორგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები