Aa
Aa

უნაი ემერის ზაჰას შეძენა სურს

უნაი ემერის „არსენალმა“ განვლილ სეზონში პროგრამა მაქსიმუმი ვერ შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ დაისაკუთრა. საუკეთესო ოთხეულს მიღმა დარჩენის შემდეგ, „მეთოფეების“ ხელმძღვანელობა ტრანსფერებზე დიდი თანხის დახარჯვაზე უარს აცხადებს და შემადგენლობის გასაძლიერებლად მხოლოდ და მხოლოდ 45 მილიონი ფუნტი აქვს გამოყოფილი.

ესპანელ სპეციალისტს ეს ბარიერი არ აბრკოლებს და კატეგორიულად მოითხოვს კლუბის მესვეურებმა არჩეულ გზას გადაუხვიონ.

ემერი რამდენიმე ძვირადღირებული ფეხბურთელითაა დაინტერესებული და მისი ნომერ პირველი სამიზნე „კრისტალ პალასის“ შემტევი, ვილფრედ ზაჰა გახლავთ. ეს უკანასკნელი ბავშვობიდან „არსენალის“ გულშემატკივარია, თუმცა მისი გადაბირება „მეთოფეებს“ ნამდვილად გაუჭირდებათ.

ზაჰას სანაცვლოდ “სელჰერსტ პარკის ბინადრები მინიმუმ 55 მილიონ ფუნტს ითხოვენ. პლუს ამას ემერიმ 26 წლის ფეხბურთელი ევროპა ლიგაზე თამაშზეც უნდა დაიყოლიოს. არადა ზაჰამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ უმაღლეს დონეზე სურს გამოსვლა.

„არსენალს“ რთული წინააღმდეგობების დაძლევა მოუწევს. უნაი ემერის შეუძლია რამდენიმე ფეხბურთელი გაასხვისოს და ზაჰას ტრანსფერისთვის საჭირო თანხები ასე შეაგროვოს, მაგრამ The Sun-ის ინფორმაციით ესპანელი სპეციალისტი ამ ეტაპზე კლუბის იმედადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები