„მაკ ლარენის“  ბოლიდს 100 ცხენის ძალით ნაკლები აქვს
Aa
Aa

„მაკ ლარენის“ ბოლიდს 100 ცხენის ძალით ნაკლები აქვს

ერმანული გამოცემა Auto Motor und Sport-ის ჟურნალისტებმა მიმდინარე სეზონში "მაკლარენის" ჩამორჩენის მიზეზი გაარკვიეს. 
მალაიზიაში ფერნანდო ალონსო და ჯენსონ ბატონი ლიდერებს წრეზე 2.5 წამით ჩამორჩებოდნენ და ამის მიზეზი ძალისმიერი აგრეგატის სიმძლავრის დეფიციტია.

ავსტრალიისა და მალაიზიის ეტაპებს შორის "ჰონდას" ინჟინრებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ამ მომენტისთვის იაპონური კომპანიის ძრავა კონკურენტებს 125 ცხენის ძალით ჩამორჩება. "მაკლარენის" ინკოგნიტო წყარომ დაადასტურა ჩამორჩენა, თუმცა უფრო ნაკლებ სხვაობაზე ლაპარაკობს: "ჩვენი ძალისმიერი აგრეგატი დაახლოებით 100 ცხენის ძალით ნაკლებია".

"ჰონდაში" ამ პრობლემის მოგვარების გზებს ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით ამაოდ. ამასობაში, ძრავასთან დაკავშირებული სირთულეები მანქანის შასის განვითარებას ხელს  უშლის. მალაიზიაში "მაკლარენის" ინჟინრებმა აეროდინამიკური სიახლეები ჩაიტანეს, მათ შორის, ახალი "ცხვირი", ფსკერი და გვერდითი პონტონები, მაგრამ სათანადოდ მათი ეფექტურობის შეფასება ვერ შეძლეს.

ცხელი ამბები