Marca -
Aa
Aa

Marca - "რეალმა" ბოლო მომენტში "ატლეტიკოსთვის" ჟოაო ფელიშის წართმევა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა

ერთ-ერთი მოწინავე ესპანური გამოცემა Marca სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა "რეალმა" სცადა „ატლეტიკოსთვის“ პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკლავი, ჟოა ფელიში წაერთმია.

„სამეფო კლუბის“ დელეგაციამ, რომელსაც ფლორენტინო პერესი მეთაურობდა „ბენფიკას“ საკმაოდ სოლიდური წინადადებით მიმართა. „ლოს ბლანკოსმა“ მზადყოფნა გამოთქვა ფეხბურთელის სანაცვლოდ ჯამში 130 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. შესაბამისად პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ფელიში მეორე მადრიდულ კლუბში, „ატლეტიკოში“ გააგრძელებს კარიერას.

პორტუგალიელ ახალგაზრდას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მისი გადაბირების სურვილი „სიტისა“ და „ბაიერნსაც“ ჰქონდათ. თუმცა ფელიშისთვის ბრძოლა „როხიბლანკომ“ მოიგო და ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ „ვანდა მეტროპოლიტანოს“ ბინადრები ტრანსფერს უახლოეს დღეებში გაჩარხავენ.

ჟოაო ფელიშმა "ბენფიკას" მაისურით გასულ სეზონში 15 გოლი და 9 ასისტი მიითვალა. იგი პორტუგალიის ნაკრებშიც გამოიძახეს და შვეიცარიასთან ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები