Diario Gol – „რეალი“ „ლივერპულის“ ერთ-ერთ ლიდერს უმიზნებს
Aa
Aa

Diario Gol – „რეალი“ „ლივერპულის“ ერთ-ერთ ლიდერს უმიზნებს

გასულ სეზონში მადრიდის „რეალმა“ თავისი ქომაგების იმედები ვერ გაამართლა და სამომავლოდ დაშვებული შეცდომების გამოსწორება სურს. "სამეფო კლუბი" ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული და რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელის შეძენას შეეცდება.

"ლოს ბლანკოსმა" ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი, როდრიგო, ფერლან მენდი, ედერ მილიტაუ და ტაკეფუსა კუბო უკვე გადაიბირა, თუმცა სატრანსფერო ბაზარზე კვლავ აქტიურად მუშაობს.

ესპანური გამოცემა Diario Gol-ის ცნობით "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრები ამჯერად სადიო მანეს შეძენით არიან დაინტერესებული.

„ლივერპული“ სენეგალელ ფეხბურთელს 160 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ როგორც ირკვევა ეს მადრიდელებისთვის გადაულახავ ბარიერს არ წარმოადგენს. „სამეფო კლუბში“ თვლიან, რომ მანეს შეძენა კილიან მბაპეს ტრანსფერზე გაცილებით იაფი დაუჯდებათ და „მერსისაიდელთა“ ერთ-ერთი ლიდერის კანდიდატურას სწორედ ამიტომ განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Diario Gol იუწყებოდა, რომ კლოპი მზადაა მანეს შეელიოს, თუ მის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას და მარკო ასენსიოს მიიღებს. სურთ თუ არა მადრიდელებს ესპანელის გასხვისება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მანეს ტრანსფერის გაჩარხვა რომ გაუჭირდებათ აშკარაა.

მანემ 2018-19 წლების სეზონი ფენომენალურად ჩაატარა. სენეგალელმა 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 26 გოლთან ერთად 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები