ჩეხი
Aa
Aa

ჩეხი "ჩელსიში" მრჩეველის თანამდებობაზე დაინიშნა

პიოტრ ჩეხის ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნება უკვე ოფიციალურად დადასტურდა და იგი კლუბში მრჩეველის თანამდებობაზე იმუშავებს. 37 წლის ჩეხმა კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა და მედიის წინაშე "ლურჯების" გენერალურ დირექტორ მარინა გრანოვსკაიასთან ერთად წარსდგა.

"თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რომ "ჩელსიში" მუშაობისა და გუნდის ყოველდღიურობაში წვლილის შეტანის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცა. ამ ახალ გამოწვევას მოუთმენლად ველოდები და იმედი მაქვს, ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას გუნდის დასახმარებლად ეფექტურად გამოვიყენებ, რაც "ჩელსის" სამომავლო წარმატების განმაპირობებელი გახდება". - განაცხადა ვეტერანმა მეკარემ.

ჩეხის კონრეტული ფუნქცია ტექნიკურ და სათამაშო საკითხებში რჩევების მიცემა იქნება, შესაბამისად, იგი როგორც დირექტორ გრანოვსკაიას, ასევე სამწვრთნელო შტაბს დაეხმარება, რაც, ძირითადად, ახალგაზრდული აკადემიასა და მთავარ გუნდს შორის კომუნიკაციაში აისახება. ჩეხი გოლკიპერი ყველა ოფიციალური მატჩისას "ჩელსის" ძირითად გუნდთან ერთად იქნება.

პიოტრ ჩეხმა კარიერის ბოლო შეხვედრა ევროპა ლიგის ფინალში, სწორედ "ჩელსის" წინააღმდეგ ჩაატარა, მისი "არსენალი" კი 1:4 დამარცხდა და თასს "არისტოკრატები" დაეუფლნენ. ვეტერანმა კიპერმა "ჩელსის" რიგებში 11 წელი ითამაშა და გუნდთან ერთად 13 ტიტული, მათ შორის 4-ჯერ პრემიერ ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები