მესიმ ბრწყინვალე რეკორდი ცოტა ხნით გადადო...
Aa
Aa

მესიმ ბრწყინვალე რეკორდი ცოტა ხნით გადადო...

თებერვალში მსოფლიოს საფეხბურთო საიტებზე დაიწერა, რომ ლიონელ მესიმ 500 გოლიან ნიშნულს მიაღწია, თუმცა როგორც შემდეგ სტატისტიკოსებმა გადაამოწმეს, არგენტინელს ოფიციალურ მატჩებში 485 გოლი ჰქონდა გატანილი. 

ახლა კი უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ მესის ანგარიშზე 499 გოლია და გუშინ მან "ატლეტიკოსთან" მატჩში მორიგი შანსი გაუშვა საიუბილეო ბურთი გაეტანა.

არგენტინელმა ბოლო გოლი ნაკრების მაისურით ბოლივიის ეროვნული გუნდის კარში შეაგდო (ეს იყო მისი ნაკრებში გატანილი 50-ე გოლი) და საინტერესოა რომელ მოწინააღმდეგესთან მოახერხებს იგი მე-500 გოლი გატანას.

9 აპრილს პრიმერას მორიგ ტურში "ბარსა" სტუმრად "სოსიედადს" ეთამაშება, მომავალ ოთხშაბათს კი ლეოს თავის გამოჩენის შანსი იმავე "ატლეტიკოსთან" განმეორებით შეხვედრაში ექნება. 

კატალონიელთა სუპერვარსკვლავმა 406 გოლი მარცხენა ფეხით შეაგდო, 70 მარჯვენათი, დარჩენილი 23 ბურთი კი თავურ დარტყმებზე მოდის. 

დავამატოთ ისიც, რომ კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე ამ მომენტისათვის 529 ზუსტი დარტყმაა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები