Aa
Aa

"ლივერპულის" ეგვიპტელი სამიზნე...

ბრიტანული Daily Star-ის ცნობით, ზაფხულში "ლივერპული" ამჟამად "რომაში" მოასპარეზე მოჰამედ სალაჰის შეძენას შეეცდება. ფეხბურთელის, რომლის საკონტრაქტო უფლებებიც ლონდონის "ჩელსის" ეკუთვნის. 

სალაჰის თამაში იურგენ კლოპს თურმე ძალიან მოსწონს და ტრანსფერის მოსურნეც სწორედ ლივერპულელთა გერმანელი დამრიგებელია. 

შეგახსენებთ, რომ სალაჰი "სტადიო ოლიმპიკოზე" იჯარის წესით გამოდის, მას ინგლისში თამაშის გამოცდილება ასე თუ ისე აქვს, ვინაიდან 2014-2015 წლების სეზონში "ჩელსის" მაისურით რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ფეხი ვერ მოიკიდა და "არისტოკრატებმა" მისი განათხოვრება გადაწყვიტეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები