Bleacher Report გოგა ბითაძისა და
Aa
Aa

Bleacher Report გოგა ბითაძისა და "ინდიანას" შესახებ

რამდენიმე წუთის წინ იმ გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი, რომლის ღირსებას ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკლავი, გოგა ბითაძე დაიცავს. ჩვენებური მე-18 ნომრად "ინდიანა პეისერსმა" აირჩია.

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ, Bleacher Report-მა დრაფტის პირველ რაუნდს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც გუნდების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეაფასა და არჩეული კალათბურთელების ანალიზი შემოგვთავაზა.

ბუნებრივია ავტორის ყურადღების ცენტრში აწ უკვე "ინდიანა პეისერსის" კალათბურთელი, გოგა ბითაძეც მოექცა. აი რას წერს Bleacher Report ქართველი ახალგაზრდას შესახებ.

გოგა ბითაძე შეტევითი პოტენციალით წლევანდელი დრაფტის არცერთ ცენტრს არ ჩამოუვარდება, თუმცა არის შანსი, რომ "პეისერსის" რიგებში სათამაშო პრაქტიკა ვერ მიიღოს, რადგან "ინდიანას" ღირსებას მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი იცავენ.

ბითაძეს ფართან ზურგით თამაში კარგად გამოსდის და ორივე ხელს მშვენივრად იყენებს. თუ იგი სამიანს გააუმჯობესებს და სტაბილური მსროლელი გახდება, თანამედროვე NBA-სთან, სადაც მასზე ფიზიკურად უფრო ძლიერ მეტოქეებთან რეგულარულად მოუწევს გამკლავება, ადაპტაცია გაუადვილდება. თუ სროლას გააუმჯობესებს გაიბრწყენს როგორც მოთამაშე, რომელიც ბლოკის დაყენების შემდეგ სამწამიანში ჩატრიალდება, ახლო მანძილიდან jumpers-ს შეასრულებს ან თავისუფალ თანაგუნდელს იპოვის.

დაცვა შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს. 19 წლის ქართველს ფიზიკური მონაცემები და კარგი ინსტიქტები აქვს, რათა დაფარებები განახორციელოს ან მეტოქის სროლაზე დიდი გავლენა მოახდინოს, მაგრამ პერიმეტრზე ძალიან სუსტ დაცვას თამაშობს.

თუ ბითაძის დაცვა სათანადო დონეზე არ იქნება, არაა საჭირო "ინდიანამ" პარკეტზე დროის გატარება აიძულოს. პლეიოფის გუნდისთვის, რომელსაც სულ მალე ბევრი თავისუფალი აგენტი ეყოლება, იდეალური იქნებოდა ტოპ-20 პიკში ეპოვა კალათბურთელი, რომელიც როტაციაში ჩაჯდებოდა. გოგას ასეთი რამ ბევრი გუნდის რიგებში შეეძლო, მაგრამ გამორიცხული არაა "ინდიანა" გამონაკლისი აღმოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები