Aa
Aa

"ბარსელონას" დილემა - გრიზმანი თუ ნეიმარი?

ივლისი ჯერ არ დამდგარა, თუმცა ევროპული გრანდები სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აქტიურები არიან. ტრადიციულად "ბარსელონა" ყურადღების ეპიცენტრშია და "ბლაუგრანას" ორ მეგა-ტრანსფერს უკავშირებენ. ალბათ მიხვდებით, რომ საუბარი ნეიმარსა და გრიზმანზე გვაქვს.

გავრცელებული ინფორმაციით კატალონიელებმა ფრანგთან სიტყვიერ შეთანხმებას ჯერ კიდევ მარტში მიაღწიეს, მაგრამ რიგ მიზეზთა ყოყმანობენ. რაც შეეხება ნეიმარს, "ბარსა" "პსჟ-ს" ფეხბურთელის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს და "ბლაუგრანას" მოთამაშეებს იმედი აქვთ ბრაზილიელი შემტევი "კამპ ნოუზე" დაბრუნდება.

კატალონიელთა ხელმძღვანელობას ურთულესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ "ბარსელონას დილემას" საინტერესო სტატია მიუძღვნა. სტატიაში როგორც გრიზმანის, ასევე ნეიმარის ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარეებია განხილული.

გრიზმანი

დადებითი მხარეები

1 - არაერთხელ აქვს დამტკიცებული, რომ ლა ლიგაში ბევრი გოლის გატანა შეუძლია.

2 - 1 ივლისიდან გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევრო იქნება, რაც მისაღები თანხაა. განსაკუთრებით მაშინ თუ საუბარი ანტუანის დონის ფეხბურთელზე გვაქვს.

3 - ტიტულების მოგების წყურვილი კლავს.

4 - ზურგს ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირებში ასპარეზობის გამოცდილება უმაგრებს.

5 - რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

უარყოფითი მხარეები

1 - შარშანდელი უარი.

2 - "ბარსას" ქომაგები ტრანსფერს ეწინააღმდეგებიან.

3 - გრიზმანის ტრანსფერი დიდად არც "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს ხიბლავთ.

4 - ზოგჯერ მოედნის მიღმა განვითარებულ მოვლენებს ზედმეტ ყურადღებას აქცევს.

5 - განვლილ სეზონში გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

ნეიმარი

დადებითი მხარეები

1 - დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

2 - "ბარსელონაში" არსებული სისტემისა და ლა ლიგის შესახებ ყველაფერი კარგად მოეხსენება.

3 - ლიონელ მესისთან და ლუის სუარესთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს და დანარჩენ ფეხბურთელებთანაც მეგობრობს.

4 - მისი ტრანსფერი გადატრიალებას მოახდენს.

5 - სურს მსოფლიოს აჩვენოს რა შეუძლია და მოტივირებული იქნება "პსჟ-ში" განცდილი ფიასკოს შემდეგ უმაღლეს დონეს დაუბრუნდეს.

უარყოფითი მხარეები

1 - თავის დროზე ნეიმარის წასვლამ "ბლაუგრანას" ფანატები გააცოფა.

2 - გამოსასყიდი თანხა და ანაზღაურება.

3 - ცხოვრების სტილი. ხშირი გამოხტომები მოედნის მიღმა.

4 - კლუბის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი

5 - ტრავმიანობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები