მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "მატჩი 900 წუთიც რომ გაგრძელებულიყო, ის მანჩესტერი გოლს მაინც ვერ გაგვიტანდა"

პრემიერ ლიგის 2019-20 წლების სეზონის პირველ ტურში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" დ "ჩელსი" დაუპირისპირდებიან. 2004-05 წლების სეზონშიც ზუსტად იგივე მოხდა.

ჟოზე მოურინიოს, რომელიც "ლურჯების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2004 წელს დაინიშნა, ის შეხვედრა მშვენივრად ახსოვს. "არისტოკრატებმა" მაშინ "წითელი ეშმაკები" მინიმალური სხვაობით დაამარცხეს და მოგვიანებით პრემიერ ლიგის ტრიუმფატორები გახდნენ.

"უშუალო მეტოქის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუ ჩემპიონობის დასაკუთრება გინდა ბევრი ქულა არ უნდა დაკარგო. განსაკუთრებით იმ შეხვედრებში, რომლებშიც უშუალო კონკურენტებს ეთამაშები, თანაც საკუთარ მოედანზე.

თუ ამბობ, რომ ამ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძვი და პირველივე მატჩს 3-0-ს აგებ, ერთი ნაბიჯით უკან იხევ. იმ მატჩში ჩვენ ნაბიჯი წინ გადავდგით. ის შეხვედრა ერთ-ერთი იყო, რომელშიც ვა-ბანკზე წავედით.

ასეთ დაპირისპირებებში ყველაფერი უნდა ჩადო და ბრძოლა არცერთი წამით არ უნდა შეწყვიტო. ვა-ბანკი სწორედ ეს გახლავთ.

ვიცოდი, რომ შეხვედრა 90 წუთში დასრულდა, თუმცა 900 წუთიც რომ გაგრძელებულიყო ის "მანჩესტერი" გოლს მაინც ვერ გაგვიტანდა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები