ოფიციალურად: მარკოს ლორენტე
Aa
Aa

ოფიციალურად: მარკოს ლორენტე "ატლეტიკოს" ფეხბურთელია

მადრიდის „რეალის“ 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი მარკოს ლორენტე „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გახდა.

ლორენტემ „როხიბლანკოსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. ეს ტრანსფერი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ უდიდესი ალბათობით როდრი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.

პეპ გუარდიოლა როდრის დიდი ხანია აკვირდება და მასში ახალ ბუსკეცს ხედავს. როგორც ხედავთ, „ატლეტიკომ“ მისი შემცვლელი უკვე გაიფორმა და ახლა ყველა როდრის ტრანსფერს ელის.

მარკოს ლორენტე „რეალის“ სკოლის აღზრდილია. ის სამეფო კლუბში 2008 წლიდან ირიცხება. პირველი გუნდის რიგებში მისი დებიუტი 2015 წელს შედგა. ლორენტეს ანგარიშზე 39 შეხვედრაში 2 გოლია. ის ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების უცვლელი წევრია, ეროვნულში მისი დებიუტი ჯერ არ შემდგარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები