ბელორუსის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
Aa
Aa

ბელორუსის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ფეხბურთში ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

ბელორუსის ნაკრებს ადგილობრივ სპეციალისტს მიხაილ მარხელს გაწვრთნის.

52 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 1997 წელს დაიწყო. ბელორუსის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები 2-ჯერ გაიყვანა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში.

2011 წელს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ასისტენტად დაინიშნა და დაეხმარა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში.

2019 წელს მარხელი ბელორუსის ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 1 შეხვედრა ჩაატარა და გიბრალტარს 10:0 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები