as: რატომ არ გააძევეს სუარესი?
Aa
Aa

as: რატომ არ გააძევეს სუარესი?

"ბარსა"-"ატლეტიკოს" გუშინდელი მატჩის მსაჯმა ფელიქს ბრიხმა საყოველთაოდ უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. ესპანური გამოცემა as მას ტენდენციურს უწოდებს, რამეთუ ფერნანდო ტორესის გაძევებამდე დაახლოებით 2 წუთით ადრე იყო ეპიზოდი, როცა ლუის სუარესი აშკარად წითელ ბარათს იმსახურებდა, თუმცა ბრიხმა ურუგვაელს გაფრთხილებაც კი არ უჩვენა. 

საქმე ეხება, 34-ე წუთზე ხუანფრანისა და სუარესის ორთაბრძოლას, რომლის დროსაც "ბარსას" შემტევმა მადრიდელთა განაპირა მცველს ჯერ გაშლილი ფეხი უთავაზა, შემდეგ კი ქვემოდან ამოსცხო და მეტოქე აშკარად გაიმეტა. ვისაც სურვილი აქვს არაერთ ვიდეოპორტალზე შეუძლია ნახოს ეს მომენტი და as-ისა და ჩვენს სიმართლეში თავადაც დარწმუნდეს. 

ამ მომენტიდან ძალიან მცირე ხანში კი ბრიხმა ტორესი მოედნის ცენტრში ბუსკეტსთან ჯარიმის აღების გამო გააძევა...

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები