უცხოური პრესა ზაიონისა და ბითაძის ფოტოს შესახებ
Aa
Aa

უცხოური პრესა ზაიონისა და ბითაძის ფოტოს შესახებ

გუშინ საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ NBA-ს დრაფტის წინ მორიგი პრესკონფერენცია გამართა. ჩვენებური ჟურნალისტების წინაშე ზაიონ უილიამსონთან ერთად წარსდგა და რა გასაკვირია, რომ ყურადღების ეპიცენტრში სწორედ ეს უკანასკნელი მოექცა.

მოგვიანებით სოციალურ ქსელებში ფოტო გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოზე ჩანს გოგა, რომელიც მარტო ზის და ზაიონი, რომელსაც უამრავი ჟურნალისტი ახვევია თავს.

საწყენია ქართველი კალათბურთელი ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდა, მაგრამ სასიხარულოა, რომ მას თანადგომა ისეთმა მოთამაშეებმა გამოუცხადეს, როგორებიც დრეიმონდ გრინი, დუეინ უეიდი და ბემ ადებაიო არიან.

ბითაძესა და ხსენებულ ფოტოს უცხოური გამოცემებიც გამოეხმაურნენ.

Bleacher Report - ზაიონის ეფექტი.

TheScore - თუ ბითაძეს, რომელსაც სავარაუდოდ პირველ რაუნდში აირჩევენ, ოდესმე მოტივაციის მიღება დასჭირდება, უბრალოდ ამ ფოტოს უნდა შეხედოს.

Eurohoops.net – 2019 წლის დრაფტამდე ბითაძემ სოციალური ქსელები „არასწორი“ მიზეზის გამო დაიპყრო, მაგრამ როგორც ამბობს: „ყველაფერი კარგადაა“.

Sporting News - გოგა ბითაძეც საინტერესო ბიჭია.

Slam - როდესაც ზაიონის გვერდით ზიხარ...

Yahoo Sports – NBA-ს ვარსკლავები გამოექომაგნენ გოგა ბითაძეს, რომელიც მედიის დღეს დააიგნორეს.

Golfdigest.com - ფოტო, რომელმაც ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე ყველასთვის საყვარელ ახალგაზრდად აქცია.

Telegraf.rs (სერბეთი) - ბითაძე მარტო ზის... ზაიონს კი ჟურნალისტები აწუხებენ.

Rtcg.me (მონტენეგრო) - ბითაძემ ზაიონის ეფექტი იგრძნო.

Sportando.basketball - რა შეგრძნებაა NBA-ს დრაფტის მედიის დღეს ზაიონის გვერდით ჯდომა.

რობერტ ლიტალი (ცნობილი ჟურნალისტი) - გოგა ბითაძის დეტალური ანალიზი. კალათბურთელი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც - "ბიჭი, რომელიც მედიის დღეს, ზაიონ უილიამსონის გვერდით იჯდა".

დაბოლოს, დააფიქსირეთ გოგას გვარის სწორად დაწერაც რომ ვერ მოახერხეს?...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები