ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "სიტის" ლიდერი ტოვებს!

"მანჩესტერ სიტის" ამ ზაფხულს თავისი ნახევარდაცვის ერთ-ერთ მთავარ კაცთან, იაია ტურესთან დამშვიდობება მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას skysports ავრცელებს და იქვე ტურეს აგენტის სიტყვები მოჰყავს:

"ჩვენ მანჩესტერელებისაგან ახალ წინადადებას დიდი ხანი ველოდით, თუმცა, როგორც ჩანს ისინი იაიასთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ, ამიტომაც ჩემი აგენტი ზაფხულში "ეტიჰედს" აუცილებლად დატოვებს"

"იაია, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული, თუმცა ის პროფესიონალია და დარჩენილ მატჩებში გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯება, შემდეგ კი სასურველ ვარიანტს ერთად ამოვარჩევთ, სადაც მას უფრო დააფასებენ. ვარიანტი არაერთი, შესაბამისად, აჩქარებას არ ვაპირებთ".

"ინტერი"? ეს შესანიშნავი გუნდია, რომელთანაც არ დაგიმალავთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. ტურესა და რობერტო მანჩინის ურთიერთობის შესახებაც ყველას მოეხსენება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და თქვენც მოგიწევთ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას დაელოდოთ" - დაასრულა საუბარი კოტ-დივუარელის აგენტმა დიმიტრი სელუკმა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები