ოფიციალურად: ახალი სეზონიდან
Aa
Aa

ოფიციალურად: ახალი სეზონიდან "მილანს" მარკო ჯამპაოლო გაწვრთნის!

2019-2020 წლების სეზონიდან "მილანს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და ის მარკო ჯამპაოლო იქნება.

"სამპდორიაში" 3 წლიანი მუშაობის შემდეგ ჯამპაოლომ კლუბთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

"როსონერის" ოფიციალური ვებ გვერდი წერს, რომ ჯამპაოლო გუნდს 2021 წლის 30 ივნისამდე უხელმძღვანელებს. პლუს ამას გათვალისწინებულია კონტრაქტის გაგრძელების შესაძლო ვარიანტიც.

ჯამპაოლო "მილანის" თავკაცის რანგში ანაზღაურების სახით წლიურად 2 მილიონი ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ "როსონერის" თავაცის პოსტი სეზონის დასრულების შემდეგ ჯენარო გატუზომ დატოვა, რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ოთეულში ვერ შეიყვანა.

სავარაუდოა, რომ 51 წლის ჯამპაოლოს პროგრამა მინიმუმიც სწორედ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები