ფარიკაობა: ზედიზედ მესამედ -  სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
Aa
Aa

ფარიკაობა: ზედიზედ მესამედ - სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

გერმანიაში კერძოდ კი დიუსელდორფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში შესანიშნავად იასპარეზა ქართველმა სანდრო ბაზაძემ, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბაზაძემ 9-დან ყველა ბრძოლის მოგების შემდეგ, ევროპის 4 საუკეთესო მოფარიკავეს შორის ზედიზედ მესამედ მოხვდა.

ნახევარიფინალურ ეტაპზე ქართველის მეტოქე რუსი კამილ იბრაგიმოვი იყო, რომელთანაც 11:15 დამარცხდა.

რუსი მოფარიკავე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ორჯერ ბრინჯაოს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი გახლავთ.

კამილ იბრაგიმოვი FIE-ის რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს.

ამრიგად, ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა.

ფოტო - საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

ცხელი ამბები